geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შპს "ახალი ქსელები" წარმოადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის კერძო ოპერატორს საქართველოში. იგი თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვან სატელეკომუნიკაციო კომპანიებთან. კომპანია დაარსდა 1996 წლის 2 აგვისტოს. მისი ძირითადი პრიორიტეტია მომხმარებელს მიაწოდოს კავშირის მაღალი ხარისხი და მომსახურების ფართო სპექტრი.

 

შპს "ახალი ქსელები" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სამსახურის საინფორმაციო ჯგუფის ოპერატორის პოზიციაზე.

 

სამუშაო ადგილი: თბილისი, პოლიტკოვსკაიას 42

განაკვეთი: სრული

გრაფიკი: მცოცავი

დასვენების დღე : 2 * (გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ შესაძლოა დისტანციურად მუშაობა)

 

მოვალეობები:

** შემოსული ზარების მიღება და ზარის შინაარსიდან გამომდინარე შესაბამისის რეაგირება;

** კლიენტის მომსახურება კომპეტენციის ფარგლებში;

** კლიენტის პრობლემებზე და სხვა საკითხებზე დროული რეაგირება კომპეტენციის ფარგლებში;

** საჭიროებიდან გამომდინარე გამავალი ზარების განხორციელება;

** მომხმარებლისათვის მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;

** კონსულტაციის გაწევა პროდუქტების და მომსახურების პირობებზე, ვადებზე, ტარიფებზე და სხვა.

 

მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება, ბაკალავრიატი (ნებისმიერი პროფილით) ან სტუდენტი;

** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;

** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;

** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

 

აუცილებელი უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაციის უნარი;

** გამართულად მეტყველება;

** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა;

** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;

** გუნდური მუშაობის უნარი.

 

დარიცხული ანაზღაურება: 625 ლარი + ბონუსი;

 

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე: vacancy@ak.ge. გთხოვთ, შესაბამის ველში მიუთითოთ ვაკანსიისა დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

 

გისურვებთ წარმატებას!